,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31-იანვრის №-01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31-იანვრის №-01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016288
09
28/03/2019
ვებგვერდი, 01/04/2019
010250050.35.115.016288
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31-იანვრის №-01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2019 წლის 28 მარტი

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31-იანვრის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება  „ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის  დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის  31 იანვრის №01 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.115.016280, 06/02/2019 წ.) შემდეგის  მიხედვით:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის  დამტკიცების შესახებ“.  

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული  კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  41-ე მუხლის  მე-3 პუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

3. დადგენილებას დაემატოს  მუხლი 11 შემდეგი რედაქციით:

„მუხლი11

1.დამტკიცდეს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს  წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა დანართი  №2-ის  შესაბამისად.

2. „ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი ჩამოყალიბდეს    დანართი №1-ის მიხედვით.

    დანართი №1

 მუხლი 1.

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა  განისაზღვროს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომების, კომისიის  სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის  მიღებისათვის, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე  საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის   თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2.  საკრებულოს  წევრებისათვის  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  საკრებულოს  სხდომებში, კომისიების სხდომებისა და  დროებით სამუშაო  ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის  მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება.

1. საკრებულოს  თითოეული წევრისათვის ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანებით.

2. საკრებულოს  წევრებისათვის  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის  განსაზღვრისათვის  გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს  წევრის  მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე  საკრებულოს  დროებით სამუშაო  ჯგუფებში  საკრებულოს  თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს  აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს ყოველი  თვის 1 (პირველი რიცხვიდან) თვის ბოლო რიცხვის  ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2)

3. საკრებულოს წევრის საკრებულოსა და საკრებულოს  კომისიების  სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული  უნდა  იქნეს შესაბამისი სხდომების  საოქმო  ჩანაწერებით.

4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო  ჯგუფი)  სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი  წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა  აცნობოს  შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ  საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე ვერ  წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო  დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო  მიზეზის  არსებობის  დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე  გამოუცხადებლობა  ჩაეთვლება  არასაპატიო მიზეზად.

5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება  საკრებულოს სხდომაზე, თითოეულ სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი,  ხოლო  ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო  მიზეზით თითოეული  გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.

მუხლი 3.

 საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა:

 1. საკრებულოს წევრის მიერ  (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა)  საკრებულოსა და მის  ორგანოთა  მუშაობაში  მონაწილეობის  მიღებისას ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების  განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურებას  უზრუნველყოფს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის   მერია შესაბამისი სამსახურის მეშვეობით  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე  მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა)  საკრებულოს წევრის  უფლებამოსილებასთან  დაკავშირებული ხარჯის  ანაზღაურება  მოხდეს თვეში  ერთხელ.

                                                                                                                        

                                                                                                                       დანართი №2

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრებისათვის  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)   საკრებულოს წევრის საქმიანობის  განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ამსახველი  მონაცემები.

 №

სახელი, გვარი

საკრებულოს სხდომაზე დასწრება

კომისიის სხდომაზე დასწრება

         გაცდენა

 

 

 

 

საპატიო

არასაპატიო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი