„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 40-28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016593
40-28
29/03/2019
ვებგვერდი, 02/04/2019
010260050.35.101.016593
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40-28

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.07.2015წ., №010260050.35.101.016179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34-115 დადგენილების გათვალისწინებით,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 – 2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და  სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმებს.“;

ა.ბ) მე-3  და 31 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (შემდგომში – გამგეობა) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.“

„3​1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) დახმარება ხორციელდება 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“;

ბ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებიც დაკმაყოფილდა, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიეცემათ ორთვიანი ვადა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენისათვის. დაზარალებულ პირს (ოჯახს), რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 - 2019 წლების ბიუჯეტებით დადგენილი წესით მიეცემა ფულადი თანხა, საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, ხოლო თუ იგი ხსენებულ ვადაში ვერ შეიძენს საცხოვრებელ სახლს/ბინას, მას აღარ მიეცემა ფულადი თანხა საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე