დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40-26 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/03/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300130000.35.101.016594 |
|
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-55 დადგენილების დანართი 1-ით დადგენილ წესში (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300130000.35.101.016056) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე პუნქტი: „41. დიდტანიანი ხე – ხე, რომლის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს.“. 2. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 211. დიდტანიანი ხის გადარგვის წინაპირობები 1. ამ წესის 21-ე მუხლის საფუძველზე დიდტანიანი ხის გადარგვა დაიშვება, თუ: ა) ხე არის საღი და კარგად განვითარებული; ბ) ხე არ არის წვერხმელი; გ) ხის ვარჯში ხმელი ტოტების რაოდენობა არ აღემატება 10-15%-ს; დ) ხის მერქნის ბოლო წლების საშუალო შემატება არ არის მოცემული სახეობის საშუალო წლიურ შემატებაზე ნაკლები; ე) ხის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს. 2. ამ წესის 21-ე მუხლის საფუძველზე დიდტანიანი ხის გადარგვა დაუშვებელია, თუ: ა) ხე არის წვერხმელი ან/და ხმობადი; ბ) ხეს გააჩნია გულის სიდამპლე ან არის დაავადებული; გ) ხე არის ხნიერი და ზრდაში შესუსტებული; დ) ხეს აქვს დაგრეხილი ღერო; ე) ხის ვარჯი ცალმხრივად არის განვითარებული; ვ) სწრაფმზარდი სახეობების (ვერხვი, აკაცია, ტირიფი) მწიფე და გადაბერებული ინდივიდებისათვის, რომელთა საამორტიზაციო ხნოვანება 40-50 წელია; ზ) ხეს აქვს მექანიკურად დაზიანებული ფესვის ყელი და ღერო; თ) ხე, რომელის რიზოსფერო (კომის დიამეტრიდან გამომდინარე) 1,5-2,0 მეტრით ემიჯნება შენობა-ნაგებობას; ი) ხე, რომლის ფესვთა სისტემა განვითარებულია დედა ქანის ბზარებსა და ნაპრალებში.“. 3. 211 მუხლის შემდეგ დაემატოს 212 მუხლი: „მუხლი 212 . 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე ხის გადარგვა 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე ხის გადარგვის თაობაზე სამსახური გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები