„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016849
22
27/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
040030000.22.034.016849
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №22

2019 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას სხვადასხვა სასწავლო პროგრამის/კურსის საშუალებით და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ახორციელებს სასწავლო ტრენინგებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;“;

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები

1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: პროფესიული მომზადების სამმართველო, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველო, სპეციალური მომზადების ცენტრი.

2. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: საფინანსო სამსახური, სამეურნეო სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, იურიდიული განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, კანცელარია, სამინისტროს არქივი, ფსიქოლოგთა განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება, კომუნიკაციების განყოფილება, ენის ცენტრი (განყოფილება), ბიბლიოთეკა (ჯგუფი) და წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – საბჭო).“;

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ლ“ და „ლ1” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პროფესიული მომზადების სამმართველოს ან სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს;

1) პროფესიული მომზადების სამმართველოს ან სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ამტკიცებს სერტიფიკატის ფორმებს და გაცემის წესს.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, საფინანსო სამსახურის უფროსი, სამეურნეო სამსახურის უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.“.

6. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველო

სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველო უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს სისტემისათვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების მომზადებას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ მიზნით შესაბამისი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავებას/განხორციელებას.“.

8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. საფინანსო სამსახური ახორციელებს აკადემიის საფინანსო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას.

2. სამეურნეო სამსახური ახორციელებს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აკადემიის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) კონტროლს და ქონების დაცვას.

3. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, ახორციელებს შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

4. იურიდიული განყოფილება ახორციელებს აკადემიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას.

5. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება ახორციელებს აკადემიის სისტემურ, ქსელურ, პროგრამულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

6. კანცელარია უზრუნველყოფს აკადემიის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს.

7. სამინისტროს არქივი ახორციელებს საარქივო მასალის შენახვას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით გაცემას, აგრეთვე სხვადასხვა სახის შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.), საკონსერვაციო (რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, რეზერვაცია) საქმიანობასა და საერთაშორისო მემორანდუმებით ან პროექტებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

8. ფსიქოლოგთა განყოფილება უზრუნველყოფს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესში ჩართულობას, სასწავლო მეთოდოლოგიის შემუშავებასთან, პილოტირებასთან და დანერგვასთან დაკავშირებით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და აკადემიის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას.

9. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას, განვითარებასა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის კოორდინაციას; სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსთან საქართველოს ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის შესრულებას; პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას, კოორდინაციას, განხორციელებას, შეფასებასა და ანგარიშგებას; საერთაშორისო სწავლებების, კონფერენციების და სემინარების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, კოორდინირებას და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფას; აკადემიის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მომზადების კოორდინირებას.

10. კომუნიკაციების განყოფილება უზრუნველყოფს ვიზუალური, საპრომოციო მასალების დიზაინის შექმნას, საინფორმაციო და აუდიო-ვიდეო მასალების დიზაინის ფორმირებას; ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნასა და განახლებას; საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ვიდეორგოლების მომზადებას; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ტექნიკურ მხარდაჭერას; შემოქმედებითი საქმიანობასა და განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიცირებას.

11. ენის ცენტრი (განყოფილება) ახორციელებს აკადემიის მსმენელების, სამინისტროს მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა უწყების თანამშრომელთათვის შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას.

12. ბიბლიოთეკა (ჯგუფი) ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, დაცვასა და აღრიცხვას, საგამომცემლო საქმიანობას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით უზრუნველყოფას, ასევე საბიბლიოთეკო ფონდის მკითხველისათვის ხელმისაწვდომობას.“.

9. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, სამინისტროს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე (მასთან გათანაბრებული სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია