დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016344 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) და დაგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს (გარადა იმ პირისა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000), რომელიც მოიხმარს, ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 აგვისტოს №01- 177/ო ბრძანებით განსაზღვრულ მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად მედიკამენტების ღირებულების 50 %-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარისა, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს ზემოაღნიშნული მედიკამანტების გარდა სხვა მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ); დ) ექიმის დანიშნულების შესაბამისად გაცემული ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან: ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები