„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021175
160
26/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
010240030.10.003.021175
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2019 წლის 26 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019880) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

სსიპ – კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე