დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021171 |
|
„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2017, 010220020.10.003.019995) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე – კომისიის წევრი; სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი – კომისიის წევრი; სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – კომისიის წევრი; სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში − კომისიის წევრი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს სახალხო დამცველს ან მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ან საბჭოს წევრს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს; სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების“: ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მასში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ საქართველოს სახალხო დამცველის, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები