„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021168
153
25/03/2019
ვებგვერდი, 26/03/2019
010240030.10.003.021168
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2019 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019877) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების/დისციპლინური წარმოების შემდეგი ღონისძიებები:

ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების (იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია) ან/და დისციპლინური წარმოების ჩატარება, მათ საფუძველზე დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ასევე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ან/და პროცესში არსებული რისკების შესამცირებლად შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ბ.დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;

ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების ჩატარების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;

ბ.ვ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე