„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021167
152
25/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
300160070.10.003.021167
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2019 წლის 25 მარტი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა, ან საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვისა) უნდა განხორციელდეს:

ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება; ან

ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით; ან

გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე