დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 30/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07-1/553, 11.03.2008) ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 19 მარტის №5934–რს დადგენილების (სსმ III, №43, 21.03.2008, მუხ. 490) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 19 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი თარგამაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გია თორთლაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
მაგდალინა ანიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
პაატა დავითაია – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 27 ივნისი.
№79–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები