„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016546
11
25/03/2019
ვებგვერდი, 27/03/2019
010250050.35.148.016546
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2019 წლის 25 მარტი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის   №60 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 21/05/2018б 010250050.35.148.016506)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გორის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი  საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გორის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი   საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი  მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი  საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი   საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება გორის  მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.  უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი  საცხოვრისით უზრუნველყოფის  სამუშაო ჯგუფი“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის განხორციელების მიზნით, გორის  მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი   საცხოვრისით უზრუნველყოფის  სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – „სამუშაო ჯგუფი“).“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებითი   საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტეტი ენიჭება  სამუშაო ჯგუფის  მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის  წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე