დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020050.18.011.016380 |
|
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №101, მუხ. 879) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები