სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4386-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010230000.09.001.016513
4386-IIს
22/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
010230000.09.001.016513
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 317 000 ლარით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

თბილისი,

22 მარტი 2019 წ.

N4386-IIს