საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 23/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016444
12/2019
23/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
010340000.15.008.016444
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილებ №12/2019

2019 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77- მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონისნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებული, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის (სსმ ვებგვერდი, 26/02/2018, 010340000.15.008.016382) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად და ასევე, მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი”); პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო”); საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი; მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი; თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი