„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

  • Word
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 26/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
58
24/06/2008
სსმ, 92, 26/06/2008
0000.00.00.000000
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 182-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. პარლამენტის კომიტეტებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა, უმრავლესობამ, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილონ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინონ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 28 ივნისისა.

2. საქართველოს კონტროლის პალატამ დასკვნა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესახებ წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 28 ივნისისა.

3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართოს არა უგვიანეს 30 ივნისისა.

4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი დასკვნა და სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 1 ივლისისა.

5. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 1 ივლისისა.

6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს   2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 3 ივლისისა.

7. პარლამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილოს რიგგარეშე სესიაზე არა უგვიანეს 5 ივლისისა.

8. პარლამენტის მიერ განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება.

9. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე-ბების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა კომიტეტებმა, ფრაქციებმა, უმრავლესობამ, ცალკეულმა პარლამენტის წევრებმა თავიანთი დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) წარუდგინონ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი და შემოსული დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) გაუგზავნოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 8 ივლისისა.

10. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 9 ივლისისა.

11. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 11 ივლისისა.

12. პარლამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილოს რიგგარეშე სესიაზე არა უადრეს 15 ივლისისა.

13. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                         დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 24 ივნისი.

№58–Iს