„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016367
8
22/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
010250050.35.152.016367
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2019 წლის 22 მარტი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2019 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/01/2019, ს/კ 010250050.35.152.016360) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველ  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:„3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში  წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურებისა და კრიტერიუმების გარეშე, ასევე ამ დადგენილებით გაუთვალისწინებელი სახის და ოდენობის დახმარების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საკრებულოს თანხმობით. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს განკარგულების სახით, მერის წარდგენის საფუძველზე. თანხმობის მიღების შემთხვევაში დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – მერის ბრძანების გამოცემის გზით.“;

ბ)დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 12-ე მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს (ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დახასიათებით), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000-მდე  სარეიტინგო ქულა;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი