დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016591 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში (სსმ, 43, 29/03/2007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
ა)
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილების საფუძველზე.“; |
ბ)
მე-3 მუხლის: |
ბ.ა)
პირველი პუნქტის ,,მ1“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ2” ქვეპუნქტი:
,,მ2) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების, აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიღება;“; |
ბ.ბ)
მე-2 პუნქტის ,,ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ2”,,ვ3” ,,ვ4” ქვეპუნქტები:
,,ვ2) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების, აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დადგენილ ვადებში მიუწოდებლობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და შესაბამისად, 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ3) ამ პუნქტის ვ2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცება; ვ4) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები