„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016592
01-23/ნ
22/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
470230000.22.035.016592
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-23/ნ

2019 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებით საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge; 08/01/2015; სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №11 დანართის (შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება):
1. მე-2 მუხლს ,,ჟ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ11 ქვეპუნქტი:

„ჟ11. შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.

2. 61 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“;

ბ) ე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიგრაციის საკითხთა სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიგრაციის საკითხთა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო