„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016362
6
19/03/2019
ვებგვერდი, 21/03/2019
010250050.35.124.016362
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 19 მარტი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის  №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016283)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – განყოფილებები):

ა) ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) ტურიზმის განვითარების განყოფილება;

გ) სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის  განყოფილება.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის  ფუნქციები

1. სამსახური, მასში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისათვის ღონისძიებების დაგეგმვას და კოორდინირებას;

გ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

დ) ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის დაზუსტებას;

ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემისა და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება-წარდგენას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის უზრუნველყოფას;

თ) მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ი) მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას;

ლ) მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ზედამხედველობას;

მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელების მონიტორინგს;

ნ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არაპრივატიზებული ფართობზე საკუთრების მოწმობის გაცემას; თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით მოკვლევის წარმოებას, განხილვას და საკუთრების მოწმობის გაცემას;

ო) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების ინვენტარიზაციის ორგანიზება-კოორდინაციასა და მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლებას;

პ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარის, პრივატიზებისა და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას.

2. ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების პროცესების წარმართვას და მონიტორინგს;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, განხორციელების მონიტორინგს;

დ) ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა  ბიზნესინიციატივების  ხელშეწყობას;

ე) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას;

ვ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების, რეკომენდაციების და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღებას;

თ) ინვესტიციების მოზიდვის ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ი) საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებას;

კ) საინვესტიციო წინადადებების შემუშავებას და საინვესტიციო პაკეტების მომზადების უზრუნველყოფას;

ლ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას;

მ) ადგილობრივი  და  საერთაშორისო   დონორი  ორგანიზაციების  მოძიებას, დონორების  მოთხოვნებზე  მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების უზრუნველყოფასა და წარდგენას;

ნ) სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, საინფორმაციო პაკეტების შექმნასა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას.

3. ტურიზმის განყოფილების მოვალეობაა:

ა) ტურიზმის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების და გეგმების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესების წარმართვა;

ბ) მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების მოძიება, ტურისტულ ობიექტებზე ვიდეორგოლების, ფლეერებისა და ბროშურების მომზადების ხელშეწყობა-კორდინაცია;

გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება-შემუშავება;

დ) ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ე) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შიდატურისტული მარშრუტების შედგენა;

ვ) საოჯახო ღვინის მარნებისა და საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ზ) ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტების, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღება;

ი) მუნიციპალიტეტის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით ტურების ორგანიზება;

კ) ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეებისა და მეწარმეების გადამზადების, ტრენინგების ორგანიზების უზრუნველყოფა.

4. სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი პროგრამების მოზიდვას;

ბ) გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას;

დ) ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრას;

ე) სოფლის მეურნეობის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ვ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის ქსელის რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

თ) მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

ი) საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ მონაცემების თავმოყრა-დამუშავებას;

კ) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე