დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-61/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 13/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: 1. „ოტობაიას საექიმო ამბულატორიას“ (ფაქტობრივი მისამართი: გალის რაიონი, სოფელი ოტობაია) ნაცვლად დაფიქსირდეს ა(ა)იპ „გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია“ (405308475 ფაქტობრივი მისამართი: გალის რაიონი, სოფელი ოტობაია) და გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორიის“ დირექტორის, ვიქტორია ტაბაღუას განცხადება №34314, 12.03.2019წ., ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ა(ა)იპ „გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორიის“ წესდება
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები