დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.10.003.021147 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ:
1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში“ (დანართი №1): ა) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „26. საქართველოს საელჩო ლიეტუვას რესპუბლიკაში.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე პუნქტი: „65. საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 66-ე პუნქტი: „66. საქართველოს საელჩო ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში.“. 2. „იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2): ა) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-20 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 23-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, სენტ-ლუსიაში, დომინიკის თანამეგობრობაში, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციაში, ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და გრენადაში.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან. 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან. 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები