„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.021149
134
15/03/2019
ვებგვერდი, 19/03/2019
140080000.10.003.021149
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 140080000.10.003.020403) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების“ მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. კონტრაქტის საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში:

ა) საკონტრაქტო მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება მინიჭებული სპეციალური წოდებ(ებ)ის ჩამორთმევით, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას;

ბ) საკონტრაქტო მოსამსახურეს დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს შესაბამისი კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს), სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, აგრეთვე კონტრაქტის გაფორმების დღიდან კონტრაქტის შეწყვეტამდე სპეციალური მომზადებისა და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.

2. საკონტრაქტო მოსამსახურეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ:

ა) კონტრაქტი ვადამდე შეწყდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამო, რომელიც, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველს;

ბ) გრძელვადიანი კონტრაქტი  წყდება სამსახურის თანხმობით და პირს კონტრაქტით ნამსახურები აქვს არანაკლებ კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადისა, რომლის საფუძველზეც ჩაირიცხება საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე