„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.021151
136
15/03/2019
ვებგვერდი, 19/03/2019
340080000.10.003.021151
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 11/07/2017,  340080000.10.003.020035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში“:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550 მ2 შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობითა და დანართ №2-ით გათვალისწინებული  საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.“.

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

თაფლის რეზერვუარი (1500 ლიტრი, ორკედლიანი, გამათბობლით)                                                                 

1

თაფლის საკუპაჟე შემრევით, 2-კედლიანი (750 ლიტრი)

2

თაფლის საკუპაჟე შემრევით, 2-კედლიანი (1500 ლიტრი)

2

სწრაფი გამავლობის ფილტრი

1

ნეილონის ფილტრი

1

ტუმბო 1500 ლ/სთ

5

მაგიდა უჟანგავი ლითონის 2 სამუშაო ადგილით

(2000 X 800 X 850)

4

თაფლის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური ხაზი (თაფლის ჩამოსხმა, ქილების მიწოდება, ქილების მოხუფვა, ხუფზე ჩაჩის დატანა, ხუფზე ჩამოსხმის თარიღისა და შენახვის ვადის დატანა ლაზერით, ეტიკეტირება) წარმადობა 400 ლ/სთ

1

CIP რეცხვის სისტემა

1

მინიპაკეტებში ჩამოსხმის დანადგარი

1

ფიჭის დამამზადებელი დანადგარი

1

ელექტროსასწორი (500 კგ)

1

სამუშაო ურიკა ბიდონებისთვის

1

სამუშაო ურიკა პალეტებისთვის

1

ქილების სტერილიზატორი (ახალი, პირველადი გამოყენების ქილების ჰაერით მყარი ნაწილაკებისაგან გასუფთავება და ულტრაიისფერი დასხივებით მიკრობიოლოგიური სტერილიზაცია)

1

სამრეწველო არმატურა

მილები (მეტრი)

150

ონკანი

14

მუხლი

40

გადამყვანი

10

სწრაფჩამსხმელი

30

დიზელგენერატორი 40 კვტ

1

რეფრაქტომეტრი (შაქრები, წყლის შემცველობა)

1

PH მეტრი + ელგამტარობის ელექტროდი

1

სპექტროფოტომეტრი (ოქსიმეთილფურფუროლის ანალიზისთვის)

1

ციფრული კოლორიმეტრი

1

მუფელის ღუმელი

1

მიკროსკოპი

1

ტრანსფორმატორი 400 კვტ

1.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართ №2:

„დანართი №2

საოფისე ავეჯი და ინვენტარი

რაოდენობა

კომპიუტერი (სტანდარტული პერსონალური მაგიდის კომპიუტერი − კომპლექტი: სისტემური ბლოკი, უწყვეტი კვების წყარო, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი)

2

პრინტერი

1

კარადა

2

მაგიდა

2

სათათბირო მაგიდა

1

ტუმბო

3

სკამი

30

სავარძელი

2

პროექტორი

1

პროექტორის ეკრანი

    1.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე