„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021153
138
15/03/2019
ვებგვერდი, 19/03/2019
300160070.10.003.021153
„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2015, 300160070.10.003.018807) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 35-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნაგავსაყრელი გადაფაროს ყოველდღიურად ნიადაგის და/ან ყოველდღიური, შუალედური და გრძელვადიანი გამოყენების ალტერნატიული საყოფაცხოვრებო ნარჩენების საფარით (სუსპენზია, რომელიც შედგება ბუნებრივი წარმოშობის სინთეზური და ბოჭკოვანი პოლიმერული მასალის, ცელულოზის ბოჭკოებისაგან) +5˚C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო +5˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში  − სულ მცირე, 3 დღეში ერთხელ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე