„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016468
15
18/03/2019
ვებგვერდი, 21/03/2019
190020020.35.158.016468
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2019 წლის 18 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ  წესში  შევიდეს  შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდეგში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის.“

2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის  „ვ“ქვეპუნქტი;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „ვ“ქვეპუნქტი;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ“ქვეპუნქტი;

ე) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის  „გ“ქვეპუნქტი;

ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ქვეპუნქტი;

ზ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ“ქვეპუნქტი;

თ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის  „გ“ქვეპუნქტი;

ი) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ქვეპუნქტი;

კ) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის  „ზ“ქვეპუნქტი;

ლ) 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები;

მ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

3. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის  მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წელზე მეტი ასაკის პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ.

მუხლი 2
დადგენილება   ამოქმედდეს   2019 წლის პირველი აპრილიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი