დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016378 |
|
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №
10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 30%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა. 3. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 15%.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) არარეზიდენტი კომერციული ბანკებიდან მიღებული მოთხოვნამდე დეპოზიტები და ერთდღიანი დეპოზიტები.“. |
| მუხლი 2 |
2019 წლის 19 მარტიდან მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება და 2019 წლის 18 აპრილიდან მისი დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ:
1. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების 28%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა. 2. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრების 13%. |
| მუხლი 3 |
2019 წლის 16 აპრილიდან მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება და 2019 წლის 16 მაისიდან მისი დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ:
1. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების 30%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა. 2. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრების 15%. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზებისა და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის თავის არიდების აუცილებლობით.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 19 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები