დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზღვის სანაპიროზე არსებულ გასასვლელისათვის „ნიკოლოზ ქარცივაძის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.113.016009 |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზღვის სანაპიროზე არსებული გასასვლელისათვის ნიკოლოზ ქარცივაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ზღვის სანაპიროზე არსებულ გასასვლელს ეწოდოს ურეკის მკვიდრის, ღირსების ორდენოსნისა და ღვაწლმოსილი პიროვნების ნიკოლოზ ქარცივაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. №14). მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები