შპს „აქუაფაბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „აქუაფაბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/33473-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/33473-17
13/03/2019
ვებგვერდი, 19/03/2019
შპს „აქუაფაბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 330219617002196349 (2/33473-17)

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 განმცხადებელი  სსიპ შემოსავლების სამსახური

 მოვალე შპს „აქუაფაბი“ (ს/კ 443859497)

 გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმე.

 2019 წლის 22 თებერვალს შპს „ქუაფაბის“ გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრების მოწვევა შპს „ აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი: შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 28 მარტს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12, კმ. №6), სხდომის დარბაზი №52, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება ;

2 . გაკოტრების მმართველს დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლე                                                                                                                          ანა ჩოგოვაძე