„მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016593
01-24/ნ
22/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
470230000.22.035.016593
„მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-24/ნ

2019 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №147/ნ (სსმ III, №69, 17/05/2007, ს/კ 470.230.000.22.035.010.318) ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში  (მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. XXII თავიდან (ტრანსპორტი) ამოღებულ იქნეს 483-ე მუხლი (ჰიდრომეტსამსახური).
2. №1 დანართს „თავი XXX“-ის შემდეგ დაემატოს  „თავი XXXI.  მოსალოდნელი  ბუნებრივი  საფრთხეების  ადრეული გაფრთხილებები“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXXI. მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილებები

მუხლი 541. ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოლოგიის სფეროებში საქმიანობა

1. თოვლსაზვავე,  გლაციოლოგიურ  და  წყალდიდობა-წყალმოვარდნა-ღვარცოფების  პერიოდში ჰიდრომეტრულ საველე ექსპედიციებში მონაწილე სპეციალისტი.

2. სტიქიური  გეოლოგიური  პროცესების  ექსტრემალური  განვითარების  პერიოდში  საფრთხეების ოპერატიულად შეფასებისათვის საველე ექსპედიციური სამუშაოების განმახორციელებელი სპეციალისტი.

3. ატმოსფეროს ვერტიკალური  ზონდირების  სამუშაოების  (მეტეოროლოგიური რადიოზონდების  ტესტირება,  წყალბადის  გაზგენერატორებთან  მუშაობა)  განმახორციელებელი სპეციალისტი.

4. მეტეოროლოგიური  რადარების  ტექნიკური  უზრუნველყოფის  სამუშაოების  განმახორციელებელი სპეციალისტი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო