„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016701
10
19/03/2019
ვებგვერდი, 20/03/2019
040030000.22.026.016701
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №10

2019 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ III, №96, 04/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესდების:

1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტის  „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და სამოქალაქო პერსონალის სახელფასო ფონდს, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალის შრომის ანაზღაურებისგან, ფულადი ჯილდოსგან და სამოქალაქო პერსონალის დანამატისაგან;“.

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საშტატო ნუსხისა და სამოქალაქო პერსონალის სახელფასო ფონდის დამტკიცება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია