დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016703 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016583) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამტკიცებს ჰოსპიტლის წლიურ ბიუჯეტს, სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს საქართველოს თავდაცვის სამინისტროთან შეთანხმებით;“. 2. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;“. 3. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები