„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 02/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016704
13
19/03/2019
ვებგვერდი, 20/03/2019
040030000.22.026.016704
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №13

2019 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016388) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესდების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს ბიუჯეტს, სტრუქტურას, საშტატო ნუსხას (საშტატო თანამდებობა შესაძლებელია არ იყოს სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში) და სახელფასო ფონდს სამინისტროსთან შეთანხმებით;“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია