„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016441
09
13/03/2019
ვებგვერდი, 15/03/2019
200130000.35.117.016441
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2019 წლის 13 მარტი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 08/02/2018 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.117.016382) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დანართი №1-ით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი – ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:

მუხლი 3. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება

ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფიზიკური პირების საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.