დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.021143 |
|
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/03/2017; 010240010.10.003.019825) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხაში“:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები 1. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილები, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. 3. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას სახელმწიფო მინისტრის არყოფნისას. 4. სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას, სახელწიფო მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. 5. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“. 2. „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 11 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები