დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.109.016001 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №10
2019 წლის 4 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №13 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სტალინის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ხარების სახელი.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მის.: სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები