დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016360 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/12/2018, №190020020.35.159.016352) დანართ №1-ში და
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“ . 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“ . 3.მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 30130,5 ათასი ლარის ოდენობით:
“ . 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 257,3ათასი ლარის ოდენობით.
“ . 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17871.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“ . 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 20271,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20671.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
8. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (ორგანიზაციული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება; პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდა კვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ , სოფელ სეითგოჯალოს მისასვლელი გზის, ქვემო სარალის შიდა გზების, სოფელ ახლოლალოს შიდა გზების, სოფელ ოფრეთში მისასვლელი გზის, სოფელ ალგეთის ღვინის ქარხნის შიდა გზების სოფელ კაჩაგანის შიდა გზების,სოფ. დამია-გეურარხის შიდა გზების, სოფ. კიროვკაში მისასვლელი გზის, სოფ. ხოჯორნიში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სოფ. წერაქვში შიდა გზებზე ალმირებული ბეტონის მოწყობა. სოფელ იმირში „გადაჭრილი გორის“ ტერიტორიაზე ცენტრალური ტრასიდან მისასვლელი გზის მოასფალტება. ასევე დაგეგმილია სოფელ შაუმიანში და ქ. მარნეულში ესმპ-ს დასახლებაში ხიდის რეაბილიტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის (ხოჯორნი, სადახლო, შულავერი, დაშტაფა, დოლისყანა და დიოკნისი) გზების რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვა და სხვა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად სულ 149,5 ათასი ლარი, მათ შორის:
7,1 ათ. ლარი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №78 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ, მიღებული ტრანსფერის ნაშთი გათვალისწინებულია სოფელ შაუმიანში ხიდის რეაბილიტაციისათვის. ". 9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სოფლის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება (ორგანიზაციული კოდი 0305) 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, გამოყოფილი ტრანსფერიდან დარჩენილი თანხა – 31,0 ათასი ლარი მოხმარდება სოფლის ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 1232,0 ათ.ლარი მოხმარდება სოფლის ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას, დანართი №2-ის შესაბამისად, აქედან სფეროების მიხედვით:
". 10. მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (ორგანიზაციულიკოდი 04 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვა; პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით), ზაფხულის საშვებულებო პერიოდის (ივლისი, აგვისტო) გარდა, მუნიციპალიტეტში კვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 იანვრის №13 განკარგულებით „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 1820,0 ათ. ლარი მოხმარდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვას და სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 იანვრის №13 განკარგულების „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ მე-3 პუნქტის საფუძველზე საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულია 515,6 ათ. ლარი გაფორმებული ხეშეკრულების ღირებულების შესაბამისად.". 11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბიუჯეტს დაემატოს დანართი №2 – „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად.“
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
„დანართი№2
|
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად.
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები