„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016544
9
11/03/2019
ვებგვერდი, 13/03/2019
010250050.35.148.016544
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2019 წლის 11 მარტი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 19/12/2018 010250050.35.148.016533) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

მუხლი 211. მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ფულადი დახმარება განხორციელდება ერთჯერადად, ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის (ოჯახის) გამოვლენა მოხდება ადმინისტრაციულ ერთეულში გორის  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი), რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს, გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი

გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

3. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის  ჩართულობას აღნიშნულ საკითხში).

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარლენ ნადირაძე