დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.027.016889 |
|
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურს აქვს ემბლემა (დანართი №1). სამსახურის ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის ბლანკებსა და სამსახურის ადმინისტრაციულ შენობათა შესასვლელების აბრებზე, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებათა ბლანკებსა და შენობების შესასვლელების აბრებზე, სამსახურის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა და სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ ფორმებზე, სამსახურის ბეჭდვით გამოცემებსა და ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.“. 2. დებულებას დაემატოს დანართი №1 (სპეციალური პენიტენციური სამსახურის ემბლემა). |
| მუხლი 2 |
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოყენებული ემბლემის ახალი ემბლემით ჩანაცვლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები