დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017681 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017141) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ერთეული), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი), გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“. 2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სტაჟირება – სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, ამ წესით რეგულირებული საქმიანობა, ანაზღაურების გარეშე;“. 3. მე-4 და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტაჟიორი სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და: ა) აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება იმ მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია კანდიდატებისათვის დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სამინისტროს იმ სტრუქტურულ ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება; ბ) იღებს უმაღლეს/პროფესიულ განათლებას იმ მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია კანდიდატებისათვის დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სამინისტროს იმ სტრუქტურულ ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება. მუხლი 5. სტაჟიორთა რაოდენობა 1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა 50%-ს. 2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სტაჟიორთა რაოდენობა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე აღინიშნება სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების შესახებ განცხადებაში.“. 4. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო), ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების/საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/პირი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იღებს სტაჟირების გავლის მსურველის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სათანადო სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტაჟირების გავლის პროცესს.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იმ სტრუქტურული ერთეულის/ერთეულის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;“. 6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის გავლის გარეშე, სტაჟიორის მიღება, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულში შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების წარდგენისა და სტაჟირების გავლის მსურველის მატერიალური ფორმით წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.“. 7. მე-15 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მიმართოს ხელმძღვანელს მისი სხვა სტრუქტურულ ერთეულში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ;“. 8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დაიცვას აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება ვრცელდებოდეს სტაჟიორზე;“. 9. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აცნობს სტაჟიორს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და აღნიშნული ერთეულის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას;“. 10. მე-18 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრი/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი წარმატებით გაივლის სტაჟირებას.“. 11. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შესაბამისი დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;“. 2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ამ ბრძნების დანართი №1-ის შესაბამისად. 3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ამ ბრძნების დანართი №2-ის შესაბამისად. 4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები