დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/03/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016356 |
|
,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2-ე პუნქტების, 24-ე მუხლის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20-ე მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილების (www.matsne.gov.ge,27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.156.016350) დანართი №1-ში და დანართის თავი I ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12588,1 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6289,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4704,1 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1595.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5189.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12573,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12573,7 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 5.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით :
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი 5169.6 სალდო . მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება . მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი დმანისი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით,შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 120.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ წესის შესაბამისად,ხოლო თანხების გამოყოფა განხორციელდეს დმანისის მერის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 1008,1 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 52.2 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 75.8 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათასი ლარი; დ) საჯარო სკოლების მცირე სარიაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის 520.0 ათასი ლარი; ე)საჯარო სკოლებისტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის 358,1 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) დმანისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში წყალ-მომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია.მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების და ფასადების რეაბილიტაცია,შადრევნების,სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მოვლა-შენახვა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, გრძელვადიანი საჭიროებიდან გამომდინარე მაინც არის მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტში საგზაო მოძრაობის ხარისიხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითი ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში გზის საფარის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას და მშენებლობის სამუშაოების ჩატარებას, როგორიცაა გზების მიმდინარე (ორმული) და ფრაგმენტული შეკეთება. გზების ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობა, ქუჩების ტროტუარების მიმდინარე კაპიტალური შეკეთება, გზებზე ასფალტ/ბეტონის დაზიანებულ მონაკვეთებზე ბზარების დამუშავება; პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ქუჩების და გზების განტვირთვას სატრანსპორტო ნაკადისგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ: ქ. დმანისში დარჩენილი ქუჩების და ჩიხების მოასფალტება, ასევე გათვალისწინებულია სოფ. მთისძირის და ოროზმანის შიდა გზების რეაბილიტაცია,ხოლო სოფ. ტნუსში ცენტრალური გზის და მაშავერაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის და სანიაღვრე არხის მოწყობა,ხოლო სოფელ ირგანჩაიში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, სოფ. კამიშლოში მისასვლელი გზის და შიდა გზის, სოფელ იფნარიდან სოფელ ბახჩალარისაკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დმანისის სიონის ( ნაქალაქარის) მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (570გრძმ) სანიაღვრე არხების და საპარკინგე სივრცეების მოწყობა. სოფ.განთიადის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა. ტექ.ზედამხედველობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იქნება 100,1 ათასი ლარი. საქართველოს რეგიონებში განსაზღვრული პროექტების ფონდიდან დმანისის მუნიციპალიტეტისთვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად სულ 798.3 ათასი ლარი. ტექ.ზედამხედველობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იქნება 220,0 ათასი ლარი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალ-მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება.ასევე გარე განთების ქსელის მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია. უზრუველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 1.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 030201) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და რეაბილიტაცია,სოფლის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება,არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მიმდინარე სამუშაოების შესრულება. 1.2.2 ბინათმშენებლობა პროგრამული კოდი 03 02 02 ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.დმანისში მრავალსართულიანი შენობების საცხოვრებელი ბინების ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია. რისთვისაც გათვალისწინებულია 1486,8 ათასი ლარი და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოფილია მთავრობის განკარგულებით 2019წ.26 თებერვალი №336 290,0ათასი ლარი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის. ტექ.ზედამხედველობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იქნება 79,3 ათასი ლარი. 1. 2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არსებული ქსელის მოვლა-შენახვა. სოფ.ანგრევანში, ახალ გოდაგდაგში, ქვ.კარაბულახში, ზემო კარაბულახში, საკირეში, გორაში, აზ.კაკლიანში, გუგუთში, კამიშლოში, განახლებაში, კამარლოს ორ ქუჩაზე და ქალაქ დმანისში გამორჩენილი უბნების გარე განათების ქსელის მოწყობა. რისთვისაც გათვალისწინებულია 251,1 ათასი ლარი. ტექ.ზედამხედველობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იქნება 15,0 ათასი ლარი. 1. 2.3. დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქ დმანისის ცენტრალურ ქუჩებზე ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება,ხოლო სოფლებში შედარებით ნაკლები ინტერვალით ნარჩენების გატანა კვირაში 3 დღე, ასევე გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება,ხოლო დიდ თოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარაში,რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. ქ. დმანისში არსებული მინისტადიონების ნოხების შეძენა და სტადიონის რეაბილიტაცია. ქ.დმანისში 9 აპრილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთასთან მინი სტადიონის და სკვერის მოწყობა, ასევე ქ.დმანისში თავისუფლების ხეივნის სკვერის მიმდებარე სივრცეების და შადრევნის ტერიტორიის რეაბილიტაცია. ხოლო სოფ. განთიადში სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა.რისთვისაც გათვალისწინებულია 1424,1 ათასი ლარი. ტექ.ზედამხედველობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იქნება 90,9 ათასი ლარი. საქართველოს რეგიონებში განსაზღვრული პროექტების ფონდიდან დმანისის მუნიციპალიტეტისთვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად სულ 47,0 ათასი ლარი. კერძოდ, საპიკნიკე სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა ტურისტულ ობიექტებისთვის და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ტექ.ზედამხედველობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იქნება 31,0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის სოფლების და ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ქუჩების ქვისა-ხრეშოვანი მასალით მოწყობა, ქუჩების ტერიტორიების მიმდინარე კაპიტალური შეკეთება, სკვერების, მეომორიალების და ძეგლების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
1.3.1 ქალაქის კეთილმოწყობის, საპროექტო დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, გაზიონების მოვლა-პატრონობა,ხე მცენარეების შეწამვლა, სანაგვე ქუჩების შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.ყველა ბაღში დაგეგმილია შენობების კაპიტალური რემონტი და მათი ტერიტორიის კეთილმოწყობა. 2.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი 12 ჯგუფით, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 360 ბავშვის ოდენობით,თითეულ ჯგუბში დასაშვებია კონტიგენტი არაუმეტეს 35 ბავშვისა, რომელსაც ემსახურება 48 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი საბოლოო შდეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მიცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ინგლისურისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსები. სადაც ფუნქციონირებს 12 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 15-15 მოსწავლე,რომლის რაოდენობაც საშუალოდ შეადგენს -180 მოსწავლეს. დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება:
3.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ შეჯიბრებებში, რაც უდაო ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. 3.1.2. სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“ 5 ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია 80 მოსწავლე, ჭადრაკის 2 ჯგუფში 16 მოსწავლე, ფეხბურთის 2 ჯგუფში 32 მოსწავლე, თავისუფალ ჭიდაობის, ორთაბრძოლა,ტაიკონდის თითო-თითო ჯგუფიში გაერთიანებულია 16 მოსწავლე და სამივე სახეობაში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია 48 ერთეული და ჯამში სპორტული სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 176-მდე მოსწავლე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის სახლი სადაც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სახის წრეები რომელშიც სწავლობს 148-მდე მოსწავლე,ხოლო მუსიკალურ სკოლებში სწავლობს -80-მდე მოსწავლე და ემსახურება 10 პედაგოგი, რომლის კვირეული დატვირთვა სავარაუდოდ თითეულ პედაგოგზე შეადგენს 18 საათს და მიმდინარეობს სწავლება ფორტეპიანოს განხრით და ბიბლიოთეკის გაერთიანებას რომელიც ემსახურება სოფლის 4 ბიბლიოთეკას . პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია. 3.2.1.კულტურის ცენტრის დაფინასება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2019 წლის განმავლობაში დაფინანსდება: კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა და ბიბლიოთეკის გაერთიანება,რომლის შემადგენლობაშიც შედის 4 სოფლის ბიბლიოთეკის ფილიალი. 3.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02– 05 02 03- 05-02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის,მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკების გაერთიანება. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიო გრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0-დან 100000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და C ჰეპატიტით დაავადების მქონე პირების დახმარება,რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა-მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვთა სპეციპიკური კვების პროდუქტებით მოსარგებლე პირების დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4.2.2.სათნოების სახლის დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (მარტოხელა უკიდურესადგაჭირვებული), მყოფი 50-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად ერთჯერადი კვება ცხელი კერძებით ბენეფიციერების მიერ სახლში გატანებით, რომლის შენახვაც თვის განმავლობაში გათვალისწინებულია 110 ლარის ოდენობით,ხოლო კვების ხარჯები 50 ბენეფიციარზე თვეში შედაგენს 55 ლარს. 4.2.3.სოციალურად დაუცველთა ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100000-მდე სტაციონალური სამედიცინო ერთჯერადი დახხმარება. 4.2.4 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.5.მუნიციპალური ტრანსპორტით სტუდენტების, ვეტერნების და უსინათლოების მგზავრობის საფასურის ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტების და უსინათლოების უფასო მგზავრობა კვირაში 3 დღე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსაება. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს შეუწყობს სისტემას გამართულ ფუნქციონირებას, როგორც მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპლიტეტის საკრებულოს,აპარატის შენახვის ხარჯები,მათ შორის:თანამდებობრივი სარგო, დანამატი და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურების და ვალების დაფარვის ხარჯებს. 6.6. თავდაცვა,საზოგადოებრივი-წესრიგი და უსაფრთხოება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშოწყობის მიზნით მუნიციპლიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევანდელთა სამხედრო შემოწმების და ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლველო მზადყოფნის ამაღლებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევანდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
დოკუმენტის კომენტარები