დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.126.016296 |
|
„ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“. 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. მუხლი 1. ზოგადი დებულება ეს პროგრამა არეგულირებს „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესს.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე 18-დან 26 წლამდე (თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის პირველი მწვრთნელი; დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული; ე) ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი; ვ) ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდების პროექტი, რომლის ინიციატორიც არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები