დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 17/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესების ხელშეწყობის მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია 2 წლის ვადით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.
3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ ამ დადგენილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 13 ივნისი.
№22_Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები