„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016334
4
04/03/2019
ვებგვერდი, 11/03/2019
010250020.35.107.016334
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2019 წლის 4 მარტი

დაბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016331) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების  ვეტერანების ერთჯერად დახმარებას  200  (ორასი) ლარის ოდენობით.“;

ბ)  მე-2 მუხლის  მე-5  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების    ერთჯერადი დახმარების მისაღებად  ომის ვეტერანმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;   

დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.“;

გ) მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

დ) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე:

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) ანგარიშფაქტურა:

ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კალკულაცია;

ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;

თ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ი) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა