დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.132.016431 |
|
„თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-6 მუხლის 6.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6.9. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა – 2 (სრზ-2): ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები: • პარკები; • ბაღები; • სკვერები; • ბულვარები; • დეკორატიული გაფორმების ობიექტები; • საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები; • მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები და სხვა); • სპორტული მოედნები; • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები; • სავაჭრო პავილიონები, კიოსკები; • ატრაქციონები; • საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, ელინგები); • საზოგადოებრივი ტუალეტები; • სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები); • სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (საწვრთნელი ბაზები, სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები); • ზოოპარკები; • კაფეები, რესტორნები; • საეკლესიო ობიექტები; • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აგარაკები; • დასვენების ბანაკები და ბაზები; • დასასვენებელი სახლები; • სანატორიუმები; • სასტუმროები; • მოხუცთა ინტერნატები; • საავადმყოფოები; • სამეურნეო ობიექტები (ადმინისტრაციის შენობები; საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები); • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (არაუმეტეს 3 სართულისა და 12 მეტრი სიმაღლისა).“. 2. დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 600 კვ.მ-ს, ასევე, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 600-1200 კვ.მ.-ს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 50 %-ით, ხოლო იმ მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 1200-1800 კვ.მ-ს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით; 1800-2500 კვ.მ. – იმ ზონისათვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 6. დაუშვებელია ხელმეორედ იქნეს განხილული საკითხი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 40 %-ით ან/და მეტი ოდენობით გაზრდა.“. 3. დადგენილების 151 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განისაზღვროს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ავტომანქანების პარკირებისათვის საზოგადოებრივ საქმიან ზონაში 150 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 180 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ასევე, სასტუმრო დანიშნულების ობიექტებისათვის (მათ შორის მცირე დროით დამკავებელთათვის) ნებისმიერ ფუნქციურ ზონაში 200 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე – არანაკლებ 1 ავტომანქანა.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები