„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016589
01-20/ნ
15/03/2019
ვებგვერდი, 15/03/2019
010170000.22.035.016589
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-20/ნ

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/08/2013; 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. 2013 წლის 1 ივნისამდე ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახებისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) თანადაფინანსებით შესყიდვის პროცედურა

1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული №3 დანართისა – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და მე-5 პუნქტით დამტკიცებული №5 დანართის – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ საფუძველზე, 2013 წლის 1 ივნისამდე ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახებისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) თანადაფინანსებით შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი თანხის  მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ერთ კვადრატულ მეტრზე. გარდა ამისა, დევნილმა ოჯახმა თანადაფინანსება უნდა განახორციელოს არანაკლებ 60 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით ერთ კვადრატულ მეტრზე.

3. დევნილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე შევსებული განაცხადის შეფასება ხორციელდება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული №7 დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების (გარდა „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმისა) შესაბამისად.

4. დევნილი ოჯახის წლიური შემოსავალი თუ აღემატება 40 000 ლარს, მისი შევსებული განაცხადი განისაზღვრება 0 ქულით.

5. სახელმწიფოს მხრიდან შესასყიდი საცხოვრებელი ფართის სტანდარტები განისაზღვრება, ოჯახის წევრთა რაოდენობიდან  გამომდინარე. სააგენტო დევნილ ოჯახს დააფინანსებს სულადობის მიხედვით. კერძოდ:

ა) არაუმეტეს 35 კვ.მ თუ ოჯახი შედგება 1 წევრისგან;

ბ) არაუმეტეს 40 კვ.მ – თუ ოჯახი შედგება 2 წევრისგან;

გ) არაუმეტეს 50 კვ.მ – თუ ოჯახი შედგება 3 წევრისგან;

დ) არაუმეტეს 60 კვ.მ – თუ ოჯახი შედგება 4 წევრისგან;

ე) არაუმეტეს 70 კვ.მ – თუ ოჯახი შედგება 5 წევრისგან;

ვ) არაუმეტეს 80 კვ.მ – თუ ოჯახი შედგება 6 წევრისგან, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე 10 კვ.მ-ით იზრდება მაქსიმალური დასაფინანსებელი ფართის ოდენობა.

6. დეპარტამეტი და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ დევნილი ოჯახების ინფორმირებას ამ მუხლით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ. მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

7. ამ მუხლის მე-8-მე-11 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმების შესაბამისად. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

8. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება დანართი №3 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა” და დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმების მეშვეობით, რის საფუძველზეც სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ;

დ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული ორგანოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სააგენტოს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების საფუძველზე დამუშავებული განაცხადები, თანდართული დოკუმენტაციით, ამავე პუნქტებში მოცემული პროცედურების განხორციელების შემდგომ, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის გადაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

12. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში.

13. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით.

14. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, მიეცემათ 3-თვიანი ვადა საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შერჩევისათვის, დეპარტამენტისათვის წარდგენის მიზნით.

15. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ბინა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ბინა) შესაძლოა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

16. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე.

17. ამ მუხლის მე-13-16 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ, განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით.

18. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი (სახლი/ბინა) რეგისტრირდება დევნილი ოჯახის წევრების თანასაკუთრებად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო