დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 05/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.016061 |
1
05/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
220090000.11.004.016061
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
|
,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებით (სსმ, №68, 15/06/2010) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული თემატიკის (თემის) მიხედვით შესაბამისი დიზაინის ესკიზის/ესკიზების შერჩევა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ. კომისიის შემადგენლობაში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლების გარდა, მოწვეული უნდა იქნენ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურის, განათლებისა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შეადგენენ კომისიის წევრთა უმრავლესობას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები