საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 18/219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 07/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016568
18/219
29/12/2017
ვებგვერდი, 14/03/2019
480610000.03.030.016568
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის


პრეამბულა

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, როგორც ცალკე აღებული „მხარე“ და ერთად ,,მხარეები”), ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი I

მიზანი

ამ შეთანხმების მიზანია, განსაზღვროს საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 5.500.000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში,  ფინანსურ რესურსების განაწილების საფუძვლები, რომლისგანაც 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში და ამ შეთანხმების X მუხლში ნახსენები სამხედრო გრანტის შეთანხმებებითა და ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმების შესაბამისად გამოყოფილი, მაგრამ გამოუყენებელი 3.883.382,83 აშშ დოლარის (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი) რესურსი გამოიყენება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების (გამოყოფილი რესურსი გამოიყენება სამხედრო საინჟინრო სკოლის მოთხოვნების შესაძენად და საინჟინრო ბრიგადის პროექტის  გაუმჯობესებისათვის) შესასყიდად და 1.000.000 (ერთი მილიონი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელ ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ.

მუხლი II

ფარგლები

ამ შეთანხმების შესაბამისად, 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსები და ამ შეთანხმების X მუხლში ნახსენები სამხედრო გრანტის შეთანხმებებითა და ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმების შესაბამისად გამოყოფილი, მაგრამ გამოუყენებელი 3.883.382,83 აშშ დოლარის (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი) რესურსი საქართველოს მთავრობისათვის ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური კონტრიბუციის სახით, როგორც თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად  (გამოყოფილი რესურსი გამოიყენება სამხედრო საინჟინრო სკოლის მოთხოვნების შესაძენად და საინჟინრო ბრიგადის პროექტის  გაუმჯობესებისათვის)  საჭირო ფინანსური ხარჯები თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.000.000 (ერთი მილიონი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსი გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელ ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ.

მუხლი III

კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები

ეს შეთანხმება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ და საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამ შეთანხმების საკონტაქტო პირები არიან საქართველოს სამხედრო ატაშეს ოფისი ანკარაში, თურქეთში და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი თბილისში, საქართველოში.

მუხლი IV

განხორციელების პრინციპები

1. 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში და 3.883.382,82 აშშ დოლარის (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი) ფინანსური რესურსებით თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში:

ა) თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტს აშშ დოლარებში და 3.883.382,82 აშშ დოლარს (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი), 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში და 3.883.382,82 აშშ დოლარის (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი) 100%-ი,

ბ) თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ნაკლებია 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტზე აშშ დოლარებში და 3.883.382,82 აშშ დოლარზე (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი) შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულების 100%-ი,

ხელმისაწვდომი იქნება ნაღდი ფულის სახით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრალური ბანკისათვის მიცემული ბრძანების საფუძველზე შეთანხმების პრინციპების შესაბამისად იმ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლისგან იქნა შესყიდვა განხორციელებული და რომელიც განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.

2. საქართველის მთავრობისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი რესურსი გამოიყენება ამ შეთანხმების მუხლი X შესაბამისად. გამოუყენებელი ქონება დაბრუნდება თურქეთის რესპუბლიკის ხაზინაში.

3. საქართველოს მთავრობა თურქეთში შესყიდვის განხორციელებამდე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის გამოყოფილი რესურსების შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნათა ნუსხას (პრიორიტეტების ჩათვლით). თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით, განსაზღვრულ იქნება შესაბამისი კომპანიები და საქართველოს მთავრობა დაიწყებს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან შესყიდვის პროცესს.

4. გადახდები განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ კომპანიების საბანკო ანგარიშზე, რომლისგანაც იქნა საქონელი შესყიდული და რომელიც განსაზღვრული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ შემდეგი პირობების შესრულების შემდეგ:

ა) საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის კონტრაქტის ხელმოწერისა და შესრულების შემდეგ.

ბ) მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ნოტის მეშვეობით განაცხადებს, რომ საქონელი და მომსახურება იქნა მიწოდებული.

5. თუკი საქართველოს მთავრობა განახორციელებს შესყიდვას, რომელიც აღემატება გამოყოფილი რესურსების ოდენობას, საქართველოს მთავრობა  გამოყოფს გამოყოფილ ფინანსურ რესურსზე დამატებით რესურსს. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა არ განახორციელებს ამ შეთანხმებაში აღნიშნულ თანხაზე მეტ გადახდას. დამატებითი თანხა გადახდილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ.

6. ის ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსური რესურსების გამოყოფასთან, როგორიცაა, ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი, გადაფუთვა, სწავლება, მგზავრობის ხარჯები და ყოველდღიური ხელფასი, დაზღვევა, გადასახადები, ბანკის საკომისიო და განსხვავებები ვალუტის გადაცვლისას, ასახული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ შესყიდვის კონტრაქტში.

7. შესყიდვის პროცესის ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტები დაიწყება ამ შეთანხმების მუხლი IX შესაბამისად ძალაში შესვლის შემდეგ. ამ პროცესთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლობის ხარჯები დაფარულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. შესყიდვის პროცედურების განხორციელების განმავლობაში გამოიყენება თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი მარეგულირებელი დებულებები; საქონლისა და მომსახურების საქართველოში გადაცემის შემდეგ, გამოიყენება საქართველოში არსებული დებულებები. 

მუხლი V

საქონლისა და მომსახურების გამოყენების უფლება

1. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა თანახმაა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული ფინანსური რესურსებით შეძენილი ინვენტარიდან მოხსნილი ქონებისა და მომსახურებით მიღებული შემოსავალი გადარიცხოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ საბანკო ანგარიშზე.

2. საქართველოს მთავრობა თანხმდება, რომ საქონელსა და მომსახურებას ან მათ გამოყენების უფლებას არ გადასცემს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.

3. ამ შეთანხმების პირობები არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარეები არის ორთავე მხარე და არ გამოიყენება სხვა ქვეყნების უფლებების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ.

მუხლი VI

საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება

მხარეები არ გაუმჟღავნებენ შეთანხმების შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარის მთავრობას, კომპანიას ან პირს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ მუხლში დაფიქსირებული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება მხარეებზე ვრცელდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.

მუხლი VII

დავათა გადაწყვეტა

ამ შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს მხარეები გადაწყვეტენ დიპლომატიური არხებით მილაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს, საარბიტრაჟო ორგანოსა ან მესამე მხარისადმი დავის გადასაწყვეტად მიმართვის გარეშე. თუკი მხარეთა შორის დიპლომატიური არხების საშუალებით მოლაპარაკებებით არ იქნა მიღწეული შეთანხმება, შეთანხმება შეწყდება მუხლ X მოცემული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი VIII

ცვლილებები და დამატებები

1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს წინადადება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეები წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

2. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ცვლილებები ძალაში შევა მუხლ IX მოცემული პროცედურების შესაბამისად. ამგვარი სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

3. თუკი კონსულტაციების დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, შეთანხმება შეწყდება მუხლი X დებულებების შესაბამისად.

4. მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მხარეები გააგრძელებენ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.

მუხლი IX

რატიფიკაცია და ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღიდან.

მუხლი X

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

1. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუკი საქართველოს მთავრობასთან გამოყოფილ ფინანსური რესურსების გამოყენება სრულად ამოიწურება, ეს შეთანხმება შეწყდება მეორე წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც მხარეები ერთმანეთს უდასტურებენ  აღნიშნული ფინანსური რესურსების სრულად ამოწურვას.

2. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ან დაასკვნის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ შეთანხმებების დებულებებს, მხარეებს შეუძლიათ წერილობით მოითხოვონ კონსულტაციები. კონსულტაციები დაიწყება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუკი 60 (სამოცი) დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, ერთ-ერთი მხარე შეწყვეტს შეთანხმებას უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.

3. შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმების მუხლი V-ის დებულებებზე.

4. ამ შეთანხმების ძალაში შესვლით, გაუქმდება ქვემოთ მოცემული 26 შეთანხმება და ოქმი:

ა) 1998 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

ბ) 1998  წლის 24 სექტემბერს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი;

გ) 1999 წლის 7 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

დ) 1999 წლის 19 აგვისტოს ხელმოწერილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი;

ე) 1999 წლის 16 ივლისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

ვ) 1999 წლის 17 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ზურგის სფეროში  განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი;

ზ) 2000 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

თ) 2000 წლის 24 მაისს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი;

ი) 2001 წლის 27 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

კ) 2001 წლის 4 ივნისს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საკითხების შესახებ ოქმი;

ლ) 2002 წლის 15 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

მ) 2002 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ზურგის სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ოქმი;

ნ) 2003 წლის 22 სექტემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

ო) 2003 წლის 26 დეკემბერს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში დახმარების განხორციელების შესახებ ოქმი;

პ) 2004 წლის 16 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ;

ჟ) 2004 წლის 19 ოქტომბერს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ოქმი;

რ) 2005 წლის 9 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ;

ს) 2006 წლის 28 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი;

ტ) 2006 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ;

უ) 2007 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი;

ფ) 2007 წლის 10 ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ;

ქ) 2008 წლის 11 აპრილს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი;

ღ) 2008 წლის 26 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ;

ყ) 2009 წლის 5 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი;

შ) 2009 წლის 6 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო გრანტის შესახებ;

ჩ) 2010 წლის 2 აგვისტოს ხელმოწერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი.

მუხლი XI

ტექსტი და ხელმოწერა

1. ეს შეთანხმება მომზადდა ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

2. ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმოწერები, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას 2017 წლის  29 დეკემბერს ქ. ანკარაში/თურქეთის რესპუბლიკა.

 

საქართველოს მთავრობის სახელით:   

საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის

რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში

ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ქუთათელაძე

 

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით:   თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის გენერალური დირექტორის მოადგილე პოლკოვნიკი იუჯელ ქელეში

           

(ხელმოწერილია)

 

სახელი: ალექსანდრე ქუთათელაძე

 

წოდება: ვიცე-პოლკოვნიკი

(ხელმოწერილია)

 

სახელი: იუჯელ ქელეში

 

თანამდებობა: პოლკოვნიკი