საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 18/227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 13/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016567
18/227
13/02/2019
ვებგვერდი, 14/03/2019
480610000.03.030.016567
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარეები“) თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმების მიზანია თურქეთის მხარემ გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს მხარეს არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში, რაც გულისხმობს ვაქცინებზე გაზრდილ მოთხოვნას, რომელიც გამოწვეულია წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებით. 

მუხლი 2

თურქეთის მხარე საქართველოს მხარეს გადასცემს 100 000 (ასი ათას) დოზა ჯერილ-ლინის შტამის წწყ ვაქცინას, (SCHWARZ Measles strain, Jeryl-Lynn Mumps strain, Wistar RA 27/3 Rubella Virus strain) სარფის საზღვრის გასასვლელთან, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში; ცალკეულ ოქმებს ხელი უნდა მოეწეროს ორმხრივად.

თურქეთის მხარის მიერ მოსაწოდებელი ვაქცინები მიწოდების შემდეგ გადადის საქართველოს მხარის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იყოს მათი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომსახურების გასაგრძელებლად.

მუხლი 3

ქართულმა მხარემ თურქულ მხარეს უნდა დაუბრუნოს 100 000 (ასი ათასი) დოზა ჯერილ-ლინის შტამის წწყ ვაქცინა (SCHWARZ Measles strain, Jeryl-Lynn Mumps strain, Wistar RA 27/3 Rubella Virus strain), თურქული მხარის მიერ დასახელებულ მოწოდების ადგილზე, პირდაპირ მწარმოებელი კომპანიის მეშვეობით არაუგვიანეს 2019 წლის 01 ოქტომბრისა.

მუხლი 4

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელნი იქნებიან ამ შეთანხმების განხორციელებაზე.

მუხლი 5

შეთანხმება ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს. შედგენილია 2019 წლის 13 თებერვალს, ქ. სტამბოლში, თანაბარი ასლები წარმოდგენილია ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენაზე. თარგმანში განსხვავებების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

ზაზა ბოხუა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

პროფესორი დოქტორი ემინე ალფ მეშე

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე