მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ

  • Word
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 22/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
161
11/07/2008
სსმ, 103, 22/07/2008
0000.00.00.000000
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები შემდეგ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან:

– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– ევროკავშირი (საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– ნატოს საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 4 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 4 ადგილი;

– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი.

2. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 11 ივლისი.

№161–რს