„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 53/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 21/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017678
53/ნ
21/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
040030000.22.022.017678
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2019 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2018 წლის 11 ოქტომბრის №1312662 წერილით მოთხოვნილ ინფორმაციაზე – 2007 წლის მდგომარეობით  სსიპ – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისას და გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების პირველად რედაქციაში  შეცდომით ფიქსირდებოდა სოფელ წიწკანაანის სკოლა. აღნიშნული შეცდომა შესწორდა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №136/ნ ბრძანების ძალაში შესვლიდან დღემდე ფიქსირდება სსიპ – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) და ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ყვარლის  საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული – სსიპ – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკაანთსერის საჯარო სკოლის სახელწოდებად 2005 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში განისაზღვროს – სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა, ხოლო მისამართად – სოფელი წიწკანაანთსერი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი